თბილისის მერია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს იწყებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის მიზანი ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საავტომობილო მოძრაობის განტვირთვაა. მისივე თქმით, სამუშაოების ბიუჯეტი, დაახლოებით, 4 მლნ ლარია.
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი რთული სატრანსპორტო კვანძია ქალაქში, რომელიც ხშირად პრობლემას წარმოადგენს გადაადგილების თვალსაზრისით თავისი სივიწროვიდან გამომდინარე. ჩვენ მოვახდინეთ ბენზინგასმართი სადგურების ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ დავიწყოთ პროექტი, რომელიც გულისხმობს გზის გაფართოებას, რათა გაიზარდოს ამ მონაკვეთის გამტარუნარიანობა და არსებული პრობლემები გამოსწორდეს. გარდა ამისა, მოწესრიგდება ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…